|
|
|
სისტემის შესახებ
ინკასაცია
გადამხდელი
აგენტის ა/ა ბანკში
ავტოგადარიცხვა
აგენტის ბალანსის გაზრდა გადარიცხვის თანხის ოდენობით
ბანკთაშორისი გადარიცხვა
პროვაიდერის ა/ა
პროცესინგის სისტემა OSMP
აგენტის ბალანსის შემცირება გადახდის თანხის ოდენობით
აგენტის ბალანსი
ონლაინ გადახდა
პროვაიდერის შლუზი
ჩვენი საგადახდო სისტემა აგებულია სხვადასხვა ტიპის ტერმინალების გამოყენებაზე, რომელთა საშუალებით რამოდენიმე წამში შესაძლებელია გადახდის მიღება.
სისტემა წარმოადგენს ურთიერთობათა კომპლექსს, რომელიც წარმოიქმნება მის მონაწილეებს შორის გადამხდელებისაგან გადახდების მიღების პროცესში.
სისტემაში შედის შემდეგი სტრუქტურული ელემენტები, რომელთაგანაც თითოეული ასრულებს გარკვეულ ფუნქციას: სისტემის ოპერატორი, ანგარიშსწორების ბანკი,
პროვაიდერები, აგენტები, სუბაგენტები. სისტემას გააჩნია იერარქიული სტრუქტურა ქვედონეების შეუზღუდავი რაოდენობით.
სისტემაში ჩართვისთვის საჭიროა გაეცნოთ „სისტემის მუშაობის წესებს“, სადაც ასახულია თანამშრომლობის ყველა აუცილებელი პირობა, და გააფორმოთ ხელშეკრულება ჩართვის თაობაზე.
მოცემული „წესების“ შესაბამისად თითოეული აგენტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მოიზიდოს სუბაგენტების ნებისმიერი რაოდენობა.
მიღებული გადახდების გადარიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად აგენტები ივსებენ თავის საგარანტიო ფონდს ფულადი სახსრების
გადარიცხვის გზით სისტემის ოპერატორის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც გახსნილია ანგარიშსწორების ბანკში. აგენტის საგარანტიო ფონდის მდგომარეობა
აისახება მის პირად ანგარიშზე სისტემაში.
სისტემა აგენტს სთავაზობს ურთიერთანგარიშსწორების მოხერხებული ორგანიზაციის, აღრიცხვისა და ანალიზის შესაძლებლობას.
„სისტემაში“ უფრო კორექტული და კომფორტული მუშაობისთვის, ჩართვის შემდეგ აგენტზე მიმაგრებული იქნება პერსონალური მენეჯერი,
რომელიც გაუწევს მას ყოველმხრის მხარდაჭერას მუშაობის ყველა ეტაპზე.
|
|
|