კომპანიის შესახებ
«მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა» (შპს «მგგს საქართველო») შედის კომპანიების OE INVESTMENTS ჯგუფში,რომლებიც პროფესიონალურ დონეზე ახორციელებენ გადახდების სისტემათა ინტეგრაციას ბაზრის რეალურ სექტორში. 2006 წლიდან ”მგგს საქართველო” მუშაობს და წარმატებით ვითარდება საგადახდო სისტემათა ბაზარზე. დღესდღეობით კომპანია ლიდერობს ამ დარგში როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყბებში და საშუალებას აძლევს აბონენტებს მოხერხებული, საიმედო და ოპერატიული გზით გადაიხადონ ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორთა მომსახურების, ინტერნეტ –პროვაიდერების, კომერციული ტელევიზიის, IP–ტელეფონიის გადასახადები. სისტემაში ასევე რეალიზებულია გარე საგადახდო სისტემების ანგარიშების შევსების, საქველმოქმედო ფონდებში შენატანების განხორციელების, კომუნალური გადასახადების, პატრულის ჯარიმების, და ასევე სხვა საქონლისა და მომსახურების გადახდის შესაძლებლობა.
სტრატეგია
კომპანიის საქმიანობის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია: საგადახდო სისტემების ბაზარზე მოწინავე პოზიციების გამყარება სადილერო ქსელის განვითარების გზით, და ასევე ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში მოსახლეობისაგან გადასახადების მიღების ორგანიზაციისათვის საჭირო კომპლექსური პროგრამულ-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გადაწყვეტილებების განვითერების ხელშეწყობა.
მისია
მომხმარებელთა უზრუნველყოფა თანამედროვე, საიმედო და მოსახერხებელი საგადახდო სერვისით .