|
ჩვენი კომპანია წარმოადგენს ბაზრის ლიდერს გადახდების მიღების დარგში. მას გააჩნია საგადახდო ტერმინალების ყველაზე
მრავალრიცხოვანი ქსელი, ამიტომ ჩვენ ვეძებთ ფართის იჯარის ოპტიმალურ შემოთავაზებებს ტერმინალების განსათავსებლად
ხალხმრავალ ადგილებში – როგორც მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებში, კინოთეატრებში, ჰიპერმარკეტებში,
სუპერმარკეტებსა და ბიზნეს–ცენტრებში, ასევე მცირე ზომის მაღაზიებში. თუ თქვენ სავაჭრო ფართის მოიჯარე ან მფლობელი
ბრძანდებით და სურვილი გაქვთ მიიღოთ დამატებითი შემოსავალი ამ ფართის გამოყენებიდან, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ
გადახდების მიმღები ავტომატის განთავსება თქვენთვის მისაღები პირობებით.
|