ტექნოლოგია და მოწყობილობა

თვითმომსახურების ავტომატები
თვითმომსახურების ავტომატები – ეს არის აპარატულ–პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც განკუთვნილია გადახდების გასატარებლად შპს „მგგს საქართველოს“ პროცესინგის სისტემის მეშვეობით. ავტომატის მუშაობისთვის არ არის საჭირო დამატებითი პერსონალი. თვითმომსახურების ავტომატების ფართო დიაპაზონი საშუალებას იძლევა განათავსოთ ისინი როგორც ქუჩაში, ასევე ნებისმიერ შენობაში, ხოლო მარტივი ინტერფეისის მეშვეობით კლიენტებს შეუძლიათ სწრაფად გადაიხადონ საჭირო მომსახურება.
POS-ტერმინალები
POS-ტერმინალი - ეს არის კომპაქტური, სრულფუნქციონალური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად და მარტივად განახორციელოთ ელექტრონული ტრანზაქციები, რომლებიც უსაფრთხოების ყველა თანამედროვე მოთხოვნას პასუხობენ. ტერმინალს გააჩნია მცირე წონა და მძლავრი ბატარეა, რაც მას მოსახერხებელს ხდის გადაადგილებისთვის.
Windows ტერმინალი
პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას იძლევა გაატაროთ გადახდები დამატებითი მოწყობილობის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით.
1С ტერმინალი
1С საწარმო პროგრამის მეშვეობით გადახდების მიღების მოდული ინტეგრირდება კონფიგურაციაში და შეუძლია 1C–ში შექმნას დოკუმენტები, sრომლებიც საჭიროა მიღებული გადახდების აღრიცხვის საწარმოებლად.
WAP ტერმინალი
უნივერსალური გადაწყვეტილება ნებისმიერი მობილური მოწყობილობისთვის, რომელსაც გააჩნია WAP მხარდაჭერა. გადახდების მისაღებად არ არის საჭირო არანაირი დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და დაყენება – საკმარისია მხოლოდ მობილური ტელეფონი WAP მხარდაჭერით.
PDA ტერმინალი
თუ თქვენ გაქვთ PDA (ჯიბის კომპიუტერი) Pocket PC 2003 ბაზაზე, რომელიც GPRS–ით ჩართულია ინტერნეტში, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი PDA გადახდების მისაღებად OSMP სისტემის საშუალებით.
XML პროტოკოლი
თუ თქვენი ორგანიზაციის თავისებურებიდან გამომდინარე თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენი პროგრამული უზნურნველყოფის გამოყენება, თქვენ შეგიძლათ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტირება ჩვენ სისტემასთან ინფორმაციის გაცვლისთვის, XML პროტოკოლის გამოყენებით.
ABG შლუზი
ABG - ეს არის საკრედიტო ბარათების აქტივაციის პროტოკოლი, რომლის მოდიფიცირებული ვერსია გამოიყენება გადახდების მისაღებად სუპერმარკეტების სალაროებში, ბანკომატებში და ა.შ. იქ, სადაც მოწყობილობებს არ გააჩნიათ ინტერნეტთან პირდაპირი კავშირი, მაგრამ შეუძლიათ მოახდინონ ინფორმაციის გაცვლა სპეციალურ შლუზთან, რომელიც ახორციელებს ABG ბრძანებების ტრანსლირებას OSMP სისტემაში.
Java – ტერმინალი
OSMP–ს სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამის დაყენებით თქვენს მობილურ ტელეფონზე, შეგიძლიათ გადააქციოთ ის სრულფასოვან ტერმინალად გადახდების მისაღებად. პროგრამის დასაყენებლად შეგიძლიათ შეხვიდეთ მობილური ტელეფონიდან wap-საიტზე.