პროვაიდერები
OSMP-სთან მუშაობის უპირატესობები
2000–ზე მეტი გადახდების მიმღები წერტილი საქართველოს ტერიტორიაზე – სერვისის ხელმისაწვდომობის წყალობით
თქვენი კლიენტებისთვის მოსახერხებელი იქნება თქვენი მომსახურების გადახდა, შემცირდება კლიენტებისაგან ფულის მისაღებად საჭირო დრო.
ყველაზე ცნობადი და პოპულარული ბრენდი მოსახლეობაში: გადახდის მოხერხებულობა –ეს არის კონკურენტული უპირატესობა,
რომელიც კლიენტთა ბაზის გაზრდის საშუალებას იძლევა.
|
|
სისტემა:
მიკროგადახდების დამუშავების მძლავრი პროცესინგი უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას ქსიმალური დატვირთვების დროს.
|
|
თანამშრომლობა:
ინდივიდუალური მიდგომა, სისტემაში სწრაფი ჩართვა – შესაძლებლობას გაძლევთ შეამციროთ ხარჯები ჩართვისას
და მაქსიმალურად სწრაფად მიიღოთ შემოსავალი გადახდების გატარებისგან.
|
|
რეკლამა ტერმინალებზე
- ეს არის კომუნიკაციის შესაძლებლობა თქვენს კლიენტებთან გადახდის პროცესში, ინფორმაცია სპეციალური შემოთავაზებების,
სიახლეების, პრომო–აქციების შესახებ. განვითარების პარტნიორული პროგრამები თქვენი ბრუნვების გაზრდისა და მომხმარებელთა ლოიალობის ამაღლების შესაძლებლობას იძლევა.
|
|
ფინანსური საკითხები:
თანამშრომლობის ხელსაყრელი და გამჭირვალე პირობები გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას იძლევა.
მაღალი ლიკვიდურობა უზრუნველყოფს კლიენტთა გადახდების დროულ მიღებას. კლიენტთან ურთიერთქმედების პროცესის ოპტიმიზაცია ბიზნესის
წარმოებაზე დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
|
|
მხარდაჭერა:
მხარდაჭერის სადღეღამისო სამსახური პროვაიდერებისთვის – ეს არის იურიდიული, ფინანსური, ბუღალტრული და სხვა საკითხების გადაწვეტის შესაძლებლობა უმოკლეს ვადებში.
|